Accessibility links

logo-print

ვიცეპოლკოვნიკი გორგიაშვილი: სატანკო ბატალიონი ყაზარმულ მდგომარეობაში რჩება


მუხროვანის ბატალიონში დაუმორჩილებლობის გამოცხადების შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებამდე მუხროვანის სატანკო ნაწილის მეთაურმა, ვიცეპოლკოვნიკმა მამუკა გორგიაშვილმა სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო პროტესტს გამოხატავს და უერთდება დიპლომატიურ კორპუსთან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გუშინდელი შეხვედრისას გამოთქმულ მოწოდებას, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების შესახებ. "ჩვენს გვერდით არის ის პირადი შემადგენლობა, რომელმაც საქართველოსთვის იბრძოლა და კვლავ მზად არის" - განაცხადა გორგიაშვილმა და დასძინა, რომ სატანკო ნაწილი ყაზარმულ მდგომარეობაში რჩება და ნაწილის დატოვებას არ აპირებს. ამავე ინტერვიუში გორგიაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადების გავრცელებას არ აპირებდა, სანამ პოლიტიკური ვითარება ჩიხში არ მოექცა და იარაღის გამოყენებით დაპირისპირების საფრთხე არ გაჩნდა.
XS
SM
MD
LG