Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში ქორწილის დროს 44 ადამიანი მოკლეს


სულ ცოტა, 44 ადამიანი დაიღუპა თურქეთში ქორწილის დროს მოწყობილი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. ოფიციალური ინფორმაციით, უცნობი, ნიღბიანი პირები ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარებით შეიჭრნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, სირიასთან საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ ბილგეს ერთ-ერთ სახლში, ცეცხლი გაუხსნეს ქორწილში შეკრებილებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არიან ნეფე-პატარძალი და რამდენიმე ბავშვი. შინაგან საქმეთა მინისტრ ბეშირ ატალაის განცხადებით, თავდასხმა, როგორც ჩანს, ორ ოჯახს შორის მტრობამ გამოიწვია და არ არის ქურთი სეპარატისტების ნამოქმედარი. მინისტრის თქმით, დაკავებულია 8 ეჭვმიტანილი.
XS
SM
MD
LG