Accessibility links

logo-print

რუსეთი უარს ამბობს ნატო-რუსეთის მინისტერიალში მონაწილეობაზე


ნატო სინანულს გამოთქვამს რუსეთის გადაწყვეტილების გამო, არ მიიღოს მონაწილეობა ნატო-რუსეთის მინისტერიალში, რომელიც 19 მაისისთვის იყო დანიშნული. ნატოს პრესმდივან კარმენ რომეროს განცხადებით, ალიანსის გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი იმედოვნებს, რომ მალე შეთანხმდებიან შეხვედრის ახალ თარიღზე. მანამდე ნატოში რუსეთის ელჩმა დმიტრი როგოზინმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი არ მიიღებს მონაწილეობას ნატო-რუსეთის შეხვედრაში. ეს უნდა ყოფილიყო პირველი შეხვედრა მაღალ დონეზე საქართველოსთან რუსეთის შარშანდელი ომის შემდეგ. ჩაშლილი შეხვედრის კონტექსტზე უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლოხანს ალიანსმა გააძევა ორი რუსი დიპლომატი მათი ჯაშუშობაში ეჭვმიტანის საფუძველზე. რუსეთი კი ნატოსაგან მოითხოვს საქართველოში დაგეგმილი სამხედრო სწავლების გაუქმებას.
XS
SM
MD
LG