Accessibility links

logo-print

ოპოზიციამ თბილისის შესასვლელების პიკეტირება გადადო


ოპოზიციამ თბილისის შესასვლელების პიკეტირების გადადებაზე გადაწყვეტილება მიიღო დღეს გამართულ საგანგებო შეხვედრაზე. ოპოზიციის ლიდერების განმარტებით, გადაწყვეტილება მიიღეს მუხროვანის ინციდენტის გამო, რათა თავიდან იქნეს აცილებული პროვოკაციები. ოპოზიცია დღეს, 16-დან 17 საათამდე აპირებდა მანქანებით გზის რამდენიმე მონაკვეთის გადაკეტვას თბილისის მისადგომებთან. ამასთან, ოპოზიცია არ ენდობა შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ კადრებს და მათ “ სპექტაკლს” უწოდებს, თუმცა მაინც აუცილებლად მიიჩნევს ვითარების განმუხტვამდე გადაიდოს ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები.
XS
SM
MD
LG