Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყარყარაშვილის თქმით, მას მერაბიშვილის ლიკვიდაცისთვის ჯგუფის შექმნა შესთავაზეს.


სტუდია მაესტროსთვის გადაცემული ვიდეომასალის შინაარსის განმარტებისას გენერალმა გია ყარყარაშვილმა განაცხადა, რომ მასთან მისულმა პიროვნებამ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის ლიკვიდაციის მიზნით სპეციალური ჯგუფის შექმნის ინფორმაცია მიაწოდა. გია ყარყარაშვილის ცნობით, მან ეს მასალა შს სამინისტროს და თავდაცვის და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, გივი თარგამაძეს გაუგზავნა, თუმცა, რა ბედი ეწია ამ ინფორმაციას, მისთვის უცნობია. გენერლის ამ განცხადებიდან მცირე ხანში შსს-მ განაცხადა, რომ გია ყარყარაშვილის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ვანო მერაბიშვილზე თავდასხმა აღიკვეთა. სამინისტროს ცნობით, ამ საქმის გამო დაკავებულია საქართველოს მოქალაქე კობა მელიქიძე და მიმდინარეობს გამოძიება. სამინისტრომ განაცხადა, რომ ინფორმაციის გამო, გია ყარყარაშვილს მადლობას უხდის.
XS
SM
MD
LG