Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს შტაბბინაში სამხედრო მაღალჩინოსნების საგაზაფხულო შეკრება იმართება


ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნები 6 და 7 მაისს ნატოს შტაბბინაში საგაზაფხულო სხდომაზე შეიკრიბებიან. ნატოს თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები წელიწადში სამჯერ იკრიბებიან. შეკრებაში ნატოს წევრი და უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების წევრი ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოს 40-ზე მეტი სამხედრო მაღალჩინოსანი მიიღებს მონაწილეობას. ალბანეთისა და ხორვატიის თავდაცვის უწყებათა ხელმძღვანელები პირველად მონაწილეობენ ამ ფორმატის შეხვედრაში, როგორც ნატოს წევრები. ვიდეო-კონფერენციის გზით მსჯელობაში მონაწილეობას მიიღებენ ავღანეთის მაღალჩინოსნებიც.
ჩატარდება რამდენიმე სხდომა, რომელზეც განიხილება ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებისა და მისიების მიმდინარეობა. იმსჯელებენ აგრეთვე ნატოს სტრასბურგი-კელის სამიტზე წამოჭრილი სამხედრო საკითხები, ახალი ”სტრატეგიული კონცეფციის” განვითარების საკითხი.
დამატებიტი შეხვედრები გაიმართება ნატო-უკრაინისა (სამხედრო გარდაქმნის მიმდინარეობაზე) და ნატო-საქართველოს (სამხედრო რეფორმის პრიორიტეტებსა და სამხედრო თანამშრომლობაზე) ფორმატებში.
XS
SM
MD
LG