Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაზიანის ბაზაზე ნატოს სამხედრო სწავლება დაიწყო


ნატოს სამხედრო სწავლებაში მონაწილეობისთვის ვაზიანის ბაზაზე ალიანსის წევრი და პარტნიორი 15 ქვეყნის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. პროგრამით პარტნიორობა მშვიდობისათვის დაგეგმილი წვრთნის ოფიციალურად დასახელებულ მონაწილეთაგან საქართველოში სამხედროთა გამოგზავნაზე უარი თქვეს ყაზახეთმა, მოლდავეთმა, სერბეთმა და სომხეთმა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ 8 ოფიცერი, რომლებიც საშტაბო წვრთნას დაესწრებიან. საშტაბო სწავლება 19 მაისამდე გასტანს, 21 მაისიდან კი - მეორე ეტაპი, საველე წვრთნა დაიწყება. ნატოს სწავლება, რომელიც მიზნად სამშვიდობო ოპერაციებისთვის მზადებას ისახავს, ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნება და მასში მძიმე საბრძოლო ტექნიკა მონაწილეობას არ მიიღებს.
XS
SM
MD
LG