Accessibility links

„მუხროვანის ინციდენტის“ ერთი მონაწილე გაათავისუფლეს


„მუხროვანის ინციდენტის“ გამო დაკავებულ ათ სამხედრო და 13 სამოქალაქო პირთაგან ერთი, გურამ სამსონაშვილი დღეს გაათავისუფლეს. დაკავებული სამოქალაქო პირების სრული ნუსხა შსს-ს ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია. ამასთან, სამინისტრომ დაადასტურა, რომ დაკავებულთა შორისაა 27 წლის ფეხბურთელი ნიკა ბიბილაშვილი. დღეს შსს-მ 10 სამხედრო პირის ვინაობა გამოაქვეყნა და მათი აღიარებითი ჩვენებები გაავრცელა. ამჟამად იძებნებიან ამბოხების ორგანიზატორებად მიჩნეული ლევან ამირიძე, კობა ოთანაძე და გია კრიალაშვილი, რომელთა შესახებ ინფორმაციისთვის შსს-მ ჯილდოდ 50 ათასი ლარი დააწესა.
XS
SM
MD
LG