Accessibility links

logo-print

წითელი ჯვარი ადასტურებს ავღანეთში საჰაერო იერიშებისას სამოქალაქო პირთა მსხვერპლს


საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების ავიაციის მიერ დასავლეთ ავღანეთში განხორციელებულ იერიშებს სამოქალაქო პირები ემსხვერპლნენ. პრვინცია ჩარას პოლიციის უფროსმა, ღაფარ ვატანდარმა განაცხადა, რომ, როგორც წინასწარი გამოძიება ნათელყოფს, ორშაბათს და სამშაბათს განხორციელებულ იერიშებში ასზე მეტი არასამხედრო პირი დაიღუპა. წითელი ჯვრის თანახმად, დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები. შიშობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება.
XS
SM
MD
LG