Accessibility links

logo-print
12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებისა და 8 სექტემბრის ეგრეთ წოდებული “მედვედევ - სარკოზის შემსრულებელი ხელშეკრულების” შემდეგ, შეიქმნა შეხვედრების ფორმატი, რომელსაც ჟენევის მოლაპარაკებები ეწოდა. იმ დროიდან მოყოლებული ჟენევაში ამ მოლაპარაკებების 4 რაუნდი გაიმართა. მეხუთე რაუნდი მაისის ბოლოსათვის არის დაგეგმილი. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები წინასწარი კონსულტაციებისათვის უკვე იმყოფებოდნენ აფხაზეთში, 5 მაისს კი ცხინვალში გეგმავდნენ ვიზიტს. მაგრამ ეს ვიზიტი ჩაიშალა. ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა საქართველოს კრიზისის საკითხებზე პიერ მორელმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების სამი თანათავმჯდომარის სახელით სინანულს გამოთქვამს ამ ფაქტის გამო. რა მიზეზით ჩაიშალა ეს შეხვედრა, ნიშნავს თუ არა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდსაც ჩაშლის საშიშროება ემუქრება.


რა საკითხები განიხილება ჟენევის მოლაპარაკებებზე და როგორი წარმატებით, ამ პრობლემებზე საუბრობენ რადიო თავისუფლების სადისკუსიო მაგიდის დღევანდელი მონაწილეები - საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი სერგი კაპანაძე და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. საუბარს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.
XS
SM
MD
LG