Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში ევროკავშირის სამიტი იხსნება


დღეს პრაღაში იხსნება ევროკავშირის სამიტი, რომელზეც სათავე დაედება “აღმოსავლეთთან პარტნიორობას”. ინიციატივა გულისხმობს ექვს ქვეყანასთან - უკრაინასთან, მოლდავეთთან, ბელორუსიასთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან - ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ დაახლოებას. სამიტში მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით. საქართველოს პრეზიდენტი დღეს შეხვდა ჩეხეთის პრეზიდენტ ვაცლავ კლაუსს. პრაღაშივე ერთმანეთს ესაუბრნენ სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები, სერჟ სარქისიანი და ილჰამ ალიევი, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გარშემო.
XS
SM
MD
LG