Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში ევროკავშირის სამიტი გაიმართა


დღეს პრაღაში გაიხსნა ევროკავშირის სამიტი, რომელმაც სათავე დაუდო “აღმოსავლეთთან პარტნიორობას”. ინიციატივა გულისხმობს ექვს ქვეყანასთან - უკრაინასთან, მოლდავეთთან, ბელორუსიასთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან - ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ დაახლოებას. სამიტში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით. საქართველოს პრეზიდენტი დღეს შეხვდა ჩეხეთის პრეზიდენტ ვაცლავ კლაუსს. პრაღაშივე ერთმანეთს ესაუბრნენ სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები, სერჟ სარქისიანი და ილჰამ ალიევი, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გარშემო.
XS
SM
MD
LG