Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღის სამიტზე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე იმსჯელებენ


დღეს პრაღაში ახლო აღმოსავლეთს, შუა აზიიასა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკისა და ტრანსპორტირების სფეროებში გრძელვადიანი კავშირების დამყარების შესახებ მოლაპარაკებები გაიმართება. დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ეგვიპტისა და ერაყის ლიდერები. დღევანდელ შეხვედრაში მეთვალყურის სტატუსით მიიღებენ მონაწილეობას შეერთებული შტატების, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები. გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი ცდილობს ისეთი პირობების შექმნას, როცა ნავთობისა და ბუნებრივი აირის მწარმოებლები თავიანთი პროდუქციის ნაწილს ევროკავშირის ქვეყნების მიერ შესყიდვისთვის გამოყოფენ. ამის პარალელურად კი ევროკავშირი ცდილობს მილსადენებისა და სატრასნსპორტო კავშირების გაფართოებასა და განახლებას.
XS
SM
MD
LG