Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: ბადრი კოპლატაძე

  • ნიკო ნერგაძე

ბადრი კოპლატაძე

ბადრი კოპლატაძე

პარასკევს რადიო თავისუფლების პროგრამას „დღეს დილით“ სტუმრობდა მედიაექსპერტი, ჟურნალისტიკის და მედია მენეჯმენტის კავკასიის სკოლის წარმომადგენელი ბადრი კოპლატაძე, რომელიც მედიის დღევანდელ მდგომარეობაზე ლაპარაკობდა. მისი აზრით, ქართული მედიის დიდი ნაწილი ორ ბანაკადაა დაყოფილი და პოლიტიკური დაძაბულობა ამ ზღვარს კიდევ უფრო ზრდის. მან თქვა, რომ ახალი მედია საშუალების გაჩენა სიტუაციას ვერ გამოასწორებს, საჭიროა უკვე არსებული ტელევიზიების მიდგომის შეცვლა, თუმცა მიმდინარე მოვლენები ამას ხელს არ უწყობს და გამოსავალი უახლოეს ხანებში არ ჩანს.
XS
SM
MD
LG