Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი მესაზღვრეები სრულად გააკონტროლებენ აფხაზეთის საზღვარს


რუსი მესაზღვრეები სრულად გააკონტროლებენ აფხაზეთისა და საქართველოს 168-კილომეტრიან სახმელეთო საზღვარს, კოდორის ხეობიდან გალის რაიონის სოფელ ფიჩორის ჩათვლით - ამის შესახებ დღეს სოხუმში ჟურნალისტებს განუცხადა გენერალმა იური ზვირიკმა, რომელიც აფხაზეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს ხელმძღვანელობს. რუსი გენერლის ინფორმაციით, მესაზღვრეთა კიდევ ერთი შემადგენლობა საზღვარზე დღეს განლაგდა. იური ზვირიკმა რუსი მესაზღვრეების კონკრეტული რაოდენობა არ დაასახელა, თუმცა, დასძინა, რომ მათი რაოდენობა აფხაზეთის საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საკმარისია. გენერლის განცხადებით, საზღვრის მოწყობის პროცესს ერთ თვეზე ნაკლები დასჭირდება
XS
SM
MD
LG