Accessibility links

დავით ბაქრაძე არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრისთვის მზადაა


პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და უმრავლესობის წარმომადგენლები მზად არიან, დღის განმავლობაში არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ დავით ბაქრაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა. მისი თქმით, მსგავსი შეხვედრის ორგანიზებისთვის მუშაობა უკვე დაწყებულია და იმედი აქვს, რომ იგი დღის განმავლობაში აუცილებლად შედგება.
როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ყველამ მოისმინა ოპოზიციის ლიდერების განცხადებები, მათ შორის პირველ რიგში, აღსანიშნავია ირაკლი ალსანიას განცხადება. მივესალმებით თუ არსებობს მზადყოფნა, რომ გადავიდეთ რეალური დიალოგის პროცესზე და არა ულტიმატუმების წარდგენაზე, განაცხადა ბაქრაძემ. მისივე თანახმად, ამ დიალოგს არანაირი შეზღუდვა და წინაპირობა არ ექნება. ოპოზიციის ლიდერები ხელისუფლების მიერ დღეს შემოთავაზებული დიალოგის რეჟიმში გადასვლასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავენ. 15 საათისთვის ამ საკითხზე ოპოზიცია განცხადებას გააკეთებს.
XS
SM
MD
LG