Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტმა გამარჯვების დღე საქართველოს ვეტერანებს მიულოცა


რუსეთის პრეზიდენტმა სამამულო ომში გამარჯვების დღე საქართველოში მცხოვრებ ვეტერანებს მიულოცა. მედვედევის წერილში, რომელიც შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესთა დაცვის სექციამ გაავრცელა, ნათქვამია, რომ საქართველო-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა სერიოზულ გამოცდას განიცდის, თუმცა, მიუხედავად ამისა, ადამიანების პირდაპირი კონტაქტები და საზოგადოებრივ-კულტურული ორგანიზაციების ურთიერთობა არ შემწყდარა. ეს ქმნის იმის იმედს, რომ ურთიერთმომგებიანი და პარტნიორული ურთიერთობის განვითარებას შევძლებთ - აცხადებს მედვედევი.
XS
SM
MD
LG