Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში არსებული სიტუაციის გამო, ტერი დევისმა შეშფოთება გამოთქვა


საქართველოში არსებული დაძაბული სიტუაციის გამო, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა. ტერი დევისმა ყველა მხარეს თავშეკავების და პასუხისმგებლობით მოქმედებისკენ მოუწოდა. პოლიტკურმა მოღვაწეებმა ხელისუფლებასა და ოპოზიციაში უნდა გაათვითცნობიერონ, რომ დაძაბულობის ესკალაცია საქართველოსა და მისი მოქალაქეების ინტერესებში არ არის - განაცხადა დევისმა და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა. უთანხმოების ძალის გარეშე, პოლიტიკური მეთოდებით დაძლევისკენ საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას გაერომაც მოუწოდა.
XS
SM
MD
LG