Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ აფრიკაში პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა


სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ პრეტორიაში დღეს ჯეიკობ ზუმას პრეზიდენტად ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. 15 წლის წინ აპართეიდის დასრულების შემდეგ, ზუმა ქვეყნის მეოთხე არჩეული პრეზიდენტია. ის სათავეში უდგას აფრიკის ეროვნულ კონგრესს, რომელმაც 22 აპრილს გამართულ არჩევნებში საპარლამენტო მანდატების უმრავლესობა მოიპოვა.
XS
SM
MD
LG