Accessibility links

logo-print

რელიგია ერთიანობის წყაროა - მიმართავს რომის პაპი მუსულმანებს


იორდანიაში მყოფმა რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ დღეს მორწმუნეებს უთხრა, რომ რელიგია ერთიანობის წყაროა. პაპი სიტყვით ამანის ალ-ჰუსეინის მეჩეთში გამოვიდა. მის აუდიტორიას მუსულმან ლიდერებთან ერთად ქრისტიანი სულიერი ლიდერებიც შეადგენდნენ. პაპის თქმით, ყველა ადამიანი, რწმენის მიუხედავად, ღმერთის ქმნილებაა. ეს კათოლიკური ეკლესიის მეთაურის პირველი ვიზიტია ახლო აღმოსავლეთში. იორდანიის გარდა, პაპი ისრაელს, და პალესტინელთა ტერიტორიებსაც ესტუმრება.
XS
SM
MD
LG