Accessibility links

logo-print

პაკისტანში, სვატის ხეობაში შეტაკებები გრძელდება


პაკისტანში, თალიბანის მიერ კონტროლირებულ სვატის ხეობაში გრძელდება შეტაკებები სამხედროებს და ექსტრემისტებს შორის. ქვეყნის სამხედრო უწყების ცნობით, დღევანდელი ოპერაციის შედეგად, რომელშიც ქვეითი ჯარი და ვერტმფრენები იყო ჩართული, 55 ექსტრემისტი მოკლეს. უკანასკნელ პერიოდში ხეობა ბევრმა მოსახლემ დატოვა, თუმცა ახლა ვრცელდება ცნობები, რომ შეტაკებების გამო ბევრი ვეღარ ახერხებს ხეობიდან წასვლას. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, ბრძოლის შედეგად შესაძლოა 500,000 ადამიანამდე იქცეს ლტოლვილად, რაც ჰუმანიტარულ კრიზისს გამოიწვევს. პარასკევს პაკისტანის სამხედრო ძალები აცხადებდნენ, რომ შეტაკებების დაწყებიდან დაიღუპა 140 ექსტრემისტზე მეტი და უსაფრთხოების ძალების სულ მცირე 7 წარმომადგენელი.
XS
SM
MD
LG