Accessibility links

logo-print

პაკისტანი: სვატის ხეობიდან სამოქალაქო მოსახლეობა გარბის


პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით შეაჩერეს კომენდანტის საათი სვატის ხეობაში, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, რათა მშვიდობიან მოსახლეობას საშუალება მისცენ, გაერიდოს თალიბანის წინააღმდეგ სამხედრო იერიშის რაიონს. ათიათასობით ადამიანი იყენებს ხანმოკლე შესვენებას, რათა დატოვოს სახლები და შეუერთდეს ასიათასობით სხვას, რომლებმაც უკვე შეაფარეს თავი ადგილნაცვალთა ბანაკებს. შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა ნასირ ხანმა განაცხადა, რომ სამოქალაქო მოსახლეობას შვიდი საათი ეძლევა მანამდე, სანამ არმია იერიშს დაიწყებს თალიბანის ოთხი გამაგრებული პუნქტის წინააღმდეგ. ხელისუფლებას არ დაუსახელებია დეტალები ბრძოლებში სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის თაობაზე. მაგრამ, როგორც პრემიერ-მინისტრმა იუსუფ რაზა გილანიმ თქვა, პაკისტანი ამჟამად აწარმოებს "პარტიზანულ ომს," რომელშიც, მისი სიტყვებით, "ქვეყნის გადარჩენის ბედი წყდება."
XS
SM
MD
LG