Accessibility links

logo-print

დაღესტანში მასობრივ ჩხუბში ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი მძიმედ დაშავდა


რუსეთის მილიციის ცნობით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი მძიმედ დაშავდა მასობრივ ჩხუბში დაღესტნის სამხრეთ პროვინციაში, ჩეჩნეთის საზღვართან. როგორც დაღესტნის მილიციის წარმომადგენელი, მარკ ტოლჩინსკი იტყობინება, შეტაკება შაბათს მოხდა ორი სოფლის მოსახლეებს შორის და მასში ათასხუთას ადამიანამდე მონაწილეობდა. ჩხუბი მოჰყვა დავას, რომელიც ჭიდაობაში შეჯიბრის შედეგის თაობაზე ატყდა. ტოლჩინსკის თანახმად, შეტაკებაში მონაწილეები შეიარაღებული იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღით და დანებით. მძიმედ დაიჭრა ერთი პოლიციელი, რომელიც მოჩხუბართა გაშველებას ცდილობდა. დაკავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი.
XS
SM
MD
LG