Accessibility links

logo-print

ირანის სასამართლომ როქსანა საბერის საჩივარი მოისმინა


დღეს ირანის სასამართლომ მოისმინა ირანული წარმოშობის ამერიკელი ჟურნალისტი ქალის, როქსანა საბერის საჩივარი. აპრილში საბერის რვა წლით პატიმრობა მიუსაჯეს შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით. საბერის ადვოკატმა, აბდოლსამად ხორამშარიმ იმედი გამოთქვა, რომ საჩივრის შემდეგ 32 წლის საბერის პატიმრობის ვადას მაინც შეუმცირებენ. საბერი ორი კვირის განმავლობაში შიმშილობდა განაჩენის მიმართ პროტესტის ნიშნად. შეერთებულi შტატების მთავრობამ და ჟურნალისტების უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა დაგმეს განაჩენი და საფუძველს მოკლებული უწოდეს მას.
XS
SM
MD
LG