Accessibility links

logo-print
ჩვენი რადიოს აზერბაიჯანული სამსახური იტყობინება, რომ დღეს ბაქოში მოკლე ხნით დააპატიმრეს ათობით ადამიანი, ძირითადად ახალგაზრდები. ისინი დააკავეს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიის დროს. როგორც ახალგაზრდული ჯგუფის ლიდერმა ემილი მილიმ თქვა, ორმოცდაათამდე ადამიანი დააკავეს რამდენიმე საათით. ისინი მშვიდობიან საპროტესტო დემონსტრაციას მართავდნენ.
XS
SM
MD
LG