Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორშაბათს მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება


ხვალ 14 საათზე ოპოზიციის ლიდერები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდებიან. როგორც ჟურნალისტებს "ეროვნულ ფორუმში" აცნობეს, შავნაბადაზე დანიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ოპოზიციის ოთხი ლიდერი - სალომე ზურაბიშვილი, კახა შარტავა, ირაკლი ალასანია და ლევან გაჩეჩილაძე. მანამდე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი მზად არის ოპოზიციასთან შესახვედრად. "პრეზიდენტს აქვს პოლიტიკური ნება შეხვედრის თაობაზე და ეს მხოლოდ ქვეყანაში მისი არყოფნის გამო ვერ ხერხდებოდა", თქვა ხერხეულიძემ.
XS
SM
MD
LG