Accessibility links

logo-print

აშშ ავღანეთში საჰაერო იერიშებზე უარს არ იტყვის


შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიმს ჯონსმა განაცხადა, რომ ამერიკა თავის ჯარებს ავღანეთში საჰაერო იერიშებს არ აუკრძალავს. მაგრამ, მისი თქმით, ვაშინგტონი გააძლიერებს ძალისხმევას, რათა შემცირდეს მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობას შორის. გასულ კვირაში ავღანეთში ამერიკის ავიაციის იერიშებს ასზე მეტი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, რასაც საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. შეერთებული შტატების სამხედროები გამოძიებას აწარმოებენ.
XS
SM
MD
LG