Accessibility links

ეგვიპტის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი სასამართლოს წინაშე წარდგა


ეგვიპტის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ჰაბიბ ალ-ადლი დღეს სასამართლოს წინაშე წარდგა, დემონსტრანტებისთვის ცეცხლის გახსნის შესახებ ბრძანების გაცემაში ბრალდების საფუძველზე. საქმე ეხება დემონსტრანტებს, რომლებიც პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკის გადადგომას მოითხოვდნენ. საინფორმაციო სააგენტო მენას ცნობით, ადლის ბრალდება წაუყენეს მის ექვს ყოფილ თანაშემწესთან ერთად. ოფიციალური ინფორმაციით, 846 ადამიანი მოკლეს და რამდენიმე ათასი დაჭრეს მასობრივი საპროტესტო აქციებისას, რომლებსაც 11 თებერვალს მუბარაკის გადაყენება მოჰყვა.
XS
SM
MD
LG