Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

28 აპრილს განახლდება მოლაპარაკება WTO-ში რუსეთის გაწევრიანების შესახებ


მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების დაბლოკვა საქართველოს თვითმიზანს არ წარმოადგენს - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ. ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველოს მსგავსი პოზიცია არ ნიშნავს, რომ ის უპირობოდ დათანხმდება ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას. კალანდაძის თქმით, თბილისის მოთხოვნები უცვლელია და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებიდან გამომდინარეობს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა მდინარე ფსოუსა და როკის გვირაბთან საბაჟო-გამშვები პუნქტების ლეგალიზაციას მოითხოვს. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ თბილისის და მოსკოვის დელეგაციები მოლაპარაკებას 28 აპრილს, ბერნში განაახლებენ.
XS
SM
MD
LG