Accessibility links

logo-print

სოხუმში იმყოფება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი


სოხუმში იმყოფება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა. სერგეი ლავროვმა და რუსეთის მიერ აღიარებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ გაცვალეს ნოტები, რომლითაც უვიზო მიმოსვლის შეთანხმების ამოქმედება დაადასტურეს. სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მხარეთა შეთანხმებით აუცილებლად გადაწყდება აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეთა საკუთრების კანონიერად აღიარების პრობლემა. ”რა თქმა უნდა, ამას დასჭირდება დრო და სახსრები, მაგრამ მთავარია, რომ არსებობს პრობლემის მოგვარების პოლიტიკური ნება”, - განაცხადა ლავროვმა. მისივე თქმით, რუსეთისთვის მნიშვნელოვანია რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რათა აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა მშვიდად ცხოვრება შეძლონ. ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის ჯერჯერობით არ მომწიფებულან, მასთან კავშირების გაფართოებისადმი დიდი ინტერესს იჩენენ.
XS
SM
MD
LG