Accessibility links

logo-print

სირიის ქალაქ დარააში დღესაც ისროდნენ


ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, სირიის ქალაქ დარააში დღესაც ისმოდა სროლის ხმა. ორშაბათს ამ ქალაქში შევიდნენ სირიის ჯარები ტანკებთან ერთად, რაც პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებთან დაპირისპირების ესკალაციად ითვლება. ოპერაციაში ტანკები პირველად იყვნენ ჩართული მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციები დაიწყო ამ ექვსი კვირის წინ. დარააში ორშაბათს დაღუპულთა რაოდენობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეშენალის" ცნობით, მოკლეს, სულ ცოტა, 23 ადამიანი. სირიელი უფლებადამცველების ცნობით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დღეს ასობით აქტივისტი დააკავეს. უფლებადამცავი ორგანიზაციების მონაცემებით, მას შემდეგ, რაც სირიაში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, უშიშროების ძალებს 400-მდე სამოქალაქო პირი ჰყავთ მოკლული. შეერთებული შტატები განიხილავს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების საკითხს, დემონსტრანტებისადმი ძალადობაზე საპასუხოდ.
XS
SM
MD
LG