Accessibility links

logo-print

თურქეთში ანგრევენ სომხეთთან შერიგების მონუმენტს


თურქეთში დაიწყეს ამ ქვეყნის სომხეთთან შერიგების გიგანტური მონუმენტის დანგრევა. დღევანდელი ტელეკადრები აჩვენებს, როგორ ხსნიან ორ თავს თურქეთ-სომხეთის საზღვრის მახლობლად აღმართულ 35-მეტრიან სკულპტურას, რომელიც ორად გაყოფილ ადამიანს გამოსახავს. ძეგლს თურქეთში აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ის თავზე დაჰყურებდა ისლამურ ტაძარს. იანვარში მონუმენტის მონახულებისას, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა მას „უცნაური“ უწოდა, რის შემდეგაც ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა მის დემონტაჟზე ზრუნვა დაიწყეს. ძეგლის დატოვების მომხრეებმა წარუმატებლად სცადეს მისი გადარჩენა.
XS
SM
MD
LG