Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენის მთავრობა და ოპოზიცია შეთანხმებას გააფორმებენ


იემენის მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ოთხშაბათს ჩავლენ რიადში, რათა ხელი მოაწერონ სპარსეთის ყურის სახელმწიფოების შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას იემენში სისხლისმღვრელი დაპირისპირებისათვის ბოლოს მოსაღებად. იემენის მმართველი პარტიის გენერალური მდივნის მოადგილე სულთან ალ-ბარაკანის განცხადებით, მთავრობამ მიიღო საუდის არაბეთის მოსაწვევი რიადში შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად. თავის მხრივ, ოპოზიციის საბჭოს ხელმძღვანელმა მოჰამედ სალემ ბასინდვამ განაცხადა, რომ ოპოზიციის დელეგაცია გაემგზავრება რიადში შეთანხმების გასაფორმებლად. ბარაკანის ინფორმაციით, ხელმოწერის ცერემონიას დაესწრებიან შეერთებული შტატების, ევროკავშირის, სპარსეთის ყურის სახელმწიფოებისა და გაეროს ელჩებიც. სპარსეთის ყურის სახელმწიფოების წინადადება ითვალისწინებს იემენში ეროვნული ერთიანობის მთავრობის ჩამოყალიბებას. შაბათს პრეზიდენტმა აბდულა სალეჰმა თანხმობა განაცხადა 30-დღიან პერიოდში ძალაუფლების ვიცე-პრეზიდენტისათვის გადაბარებაზე. სანაცვლოდ, ის და მისი შვილები სამართლებრივი იმუნიტეტით იქნებიან უზრუნველყოფილი.
XS
SM
MD
LG