Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარზაის ოფისი: ყანდაარის ციხიდან გაქცევას ხელშემწყობები შიგნით ჰყავდა


ავღანეთის პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის ოფისმა დღეს აღიარა, რომ ავღანეთის სამხრეთში, ყანდაარში, ციხიდან მოწყობილი მასობრივი გაქცევა, უფრო საფიქრებელია, საპატიმროს შიგნიდან ხელშეწყობით მომხდარიყო. განცხადებაში ნათქვამია: გვირაბის გზით მასობრივი გაქცევა აჩვენებს, რომ ქმედებას საპატიმროს შიგნიდან თანამშრომლები და ხელის შემწყობები ჰყავდა. კვირას ყანდაარის ციხიდან ერთ კილომეტრიანი გვირაბის საშუალებით 448 პატიმარი გაიქცა. მათი უმეტესობა, სავარაუდო თალიბები იყვნენ. თალიბანმა განაცხადა, რომ გვირაბის გათხრას ხუთი თვე დასჭირდა. ადგილობრივი ოფიციაოლური პირის თქმით, გაქცეულთაგან 65 კაცი
დააკავეს.
XS
SM
MD
LG