Accessibility links

logo-print

ავღანელმა ოფიცერმა ცეცხლი გაუხსნა ნატოს ჯარისკაცებს


ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ავღანელმა ოფიცერმა ცეცხლი გაუხსნა ნატოს ჯარისკაცებს, ქაბულთან მდებარე სამხედრო-საჰაერო ბაზაზე მომხდარი შელაპარაკებისას. თავდაცვის სამინისტროს პრესმდივან ზაჰირ აზიმის განცხადებით, დაიღუპა და დაიჭრა რამდენიმე ადამიანი. ურთიერთსროლის დროს მოკლეს თავდამსხმელიც. ის მფრინავი იყო. ნატოს პრესმდივანმა დაადასტურა მრავალეროვანი ძალების წევრთა დაღუპვის ფაქტი, თუმცა მას არ დაუზუსტებია დაღუპულთა რაოდენობა, ან ეროვნება. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანმა, რომელმაც შესაბამისი განცხადება მიაწოდა დასავლეთის მედიას.
XS
SM
MD
LG