Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში სასამართლოს წინაშე წარდგა ოპოზიციის ლიდერი


ბელორუსიაში სასამართლოს წინაშე წარდგა ოპოზიციის ლიდერი, ანდრეი სანიკოვი, რომელიც დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი რეპრესიების დროს დააპატიმრეს. 19 დეკემბრის არჩევნებში გამარჯვებულად ისევ პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა. სანიკოვი არჩევნებში მის მთავარ კონკურენტად ითვლებოდა. ახლა სანიკოვს, დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დღეს, უფრო ადრე, სანიკოვის ერთ-ერთ თანამოაზრეს მიუსაჯეს ორი წლით პატიმრობა საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა ორგანიზებაში ბრალდების საფუძველზე. საქმე ეხება მრავალათასიან საპროტესტო აქციას, რომელიც მინსკში არჩევნების დღესვე გაიმართა გამარჯვებულად ლუკაშენკოს გამოცხადების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.
XS
SM
MD
LG