Accessibility links

logo-print

გაეროს უშიშროების საბჭო სირიაზე იმსჯელებს


გაეროს უშიშროების საბჭო, სავარაუდოდ, იმსჯელებს სირიაში დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებზე მას შემდეგ, რაც გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა დაგმო ტანკების გამოყენება და ცეცხლის გახსნა სირიაში საპროტესტო აქციების დასაშლელად. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ექვსი კვირის მანძილზე სირიაში 400-მდე ადამიანია მოკლული. ბან კი მუნი სამშაბათს დაესწრო უშიშროების საბჭო სხდომას, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა. მაგრამ მასზე ვერ შეძლეს შეთანხმება სირიაში სამოქალაქო პირების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების დამგმობი განცხადების პროექტზე. პროექტი იყო ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და პორტუგალიის ინიციატივა, მაგრამ დიპლომატების განცხადებით, ჩინეთმა და რუსეთმა წინააღმდეგობა გაუწიეს სირიის დამგმობი განცხადების მიღებას.
XS
SM
MD
LG