Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში ასიათასობით ადამიანი დაესწრო ინდუისტი გურუს დაკრძალვას


ინდოეთში ნახევარ მილიონამდე ადამიანი დაესწრო ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რელიგიური ლიდერის, გურუ საი ბაბას დაკრძალვას. ცერემონიაზე შეკრებილებს შორის იყვნენ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მანმოხან სინგჰი, გამოჩენილი ხელოვანები და სპორტსმენები. საი ბაბა, რომელსაც მილიონობით მიმდევარი ჰყავდა მთელს მსოფლიოში, მიწაში დაასაფლავეს - ინდოეთში ზოგჯერ მიმართავენ ხოლმე დაკრძალვის ამ ფორმას და არა ტრადიციულ კრემაციას სწორედ რელიგიური ლიდერების შემთხვევაში. საი ბაბა 24 აპრილს გარდაიცვალა 84 წლის ასაკში. მან სახელი გაითქვა როგორც სულიერმა მოძღვარმა და ქველმოქმედმა, მიმდევრები მას სასწაულმოქმედებასაც მიაწერდნენ.
XS
SM
MD
LG