Accessibility links

logo-print

რუსეთში მილიციას ადანაშაულებენ ადვოკატ მაგნიცკის სიკვდილში


რუსეთში პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის გადაწყვეტილებით შექმნილი დამოუკიდებელი კომისია მილიციას ბრალად სდებს, რომ მან ყალბი ბრალდება შეადგინა ადვოკატ სერგეი მაგნიცკის წინააღმდეგ. მაგნიცკი, რომელიც კორუფციის საკითხებზე მუშაობდა, 2008 წელს დააპატიმრეს. ის ციხეში გარდაიცვალა თითქმის ერთი წლის შემდეგ. უფლებადამცავი ორგანიზაციების ცნობით, ციხის ხელმძღვანელობა მაგნიცკის უარს ეუბნებოდა სამედიცინო დახმარებაზე და ასე ცდილობდა, ეიძულებინა მისთვის ჩვენების შეცვლა მილიციაში კორუფციის შესახებ. პროკურატურას ჯერ არავისთვის წაუყენებია ბრალდება მის სიკვდილთან დაკავშირებით. მედვედევის დავალებით შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ, რომელშიც დამოუკიდებელი ადვოკატები შედიან, სამშაბათს განაცხადა, რომ, წინასწარი მონაცემებით, მაგნიცკის 2008 წელს წაუყენეს ყალბი ბრალდება და ის შედგენილი იყო მილიციელების მიერ, რომლებმაც ადვოკატი დააპატიმრეს.
XS
SM
MD
LG