Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მედია: პეტრეუსი დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოს უხელმძღვანელებს


აშშ-ის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორი ლიონ პანეტა თავდაცვის მინისტრის პოსტზე შეცვლის რობერტ გეიტსს, რომელსაც უკვე ნათქვამი აქვს, რომ წელს გადადგება. რაც შეეხება დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორის თანამდებობას, მას, პანეტას გადადგომის შემდეგ, მედიის ცნობით, გენერალი დევიდ პეტრეუსი დაიკავებს. პეტრეუსი ამჟამად ავღანეთში მიმდინარე ოპერაციებს ხელმძღვანელობს. საკადრო ცვლილებები, გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულში განხორციელდება. ხოლო საკადრო ცვლილებების შესახებ ვაშინგტონის ოფიციალურ განცხადებას ხვალ, ხუთშაბათს მოელიან.
XS
SM
MD
LG