Accessibility links

logo-print

ტინა კეიდანაუ საქართველოს სამოქალაქო სექტორს შეხვდა


აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თინა ქეიდენაუ დღეს თბილისში შეხვდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. საუბრის თემები იყო საქართველოში მედიისა და მართლმსაჯულების მდგომარეობა და საარჩევნო და შრომის კოდექსების ხარვეზები. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობა განიხილეს დღეს ამერიკელმა დიპლომატმა და ოპოზიციის ლიდერებმა. თინა ქეიდენაუსთან ახალი მემარჯვენეების, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის, რესპუბლიკური პარტიის, ეროვნული ფორუმის და თავისუფალი დემოკრატების ლიდერთა შეხვედრის შემდეგ ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ აშშ-ის პოზიციით, საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად შეთანხმებები სწრაფად უნდა მოხდეს. ალასანიას თქმით, საუბარი იყო ამ პროცესში არასამთავრობო სექტორის მეტად მონაწილეობისა და საზოგადოების ინფორმირების აუცილებლობაზეც. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ამერიკულმა მხარემ დაადასტურა შეერთებული შტატების მტავრობის პოზიცია, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს სამართლიანი და ობიექტური არჩევნები, რასაც ხელისუფლების და ოპოზიციის სწრაფად შეთანხმება სჭირდება.
XS
SM
MD
LG