Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა ორგანიზაციები ბოლოს მოუღებენ ერთმანეთში დაპირისპირებას


გავრცელებული ინფორმაციით, პალესტინელთა ორგანიზაციებმა „ფატაჰმა“ და „ჰამასმა“ მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას ერთმანეთში დაპირისპირებისათვის ბოლოს მოღების შესახებ. ოთხწლიანი დაპირისპირების გამო განხეთქილება სუფევდა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და ღაზის სექტორს შორის. ეგვიპტის საინფორმაციო სააგენტო „მენას“ ცნობით, ორივე მხარის ოფიციალური წარმომადგენლები დათანხმდნენ გეგმას, რომელიც ითვალისწინებს მომავალ დღეებში ერთობლივი გარდამავალი მთავრობის შექმნას და მზადებას საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისათვის. პალესტინელი ოფიციალური პირების განცხადებით, შეთანხმებას მიაღწიეს ეგვიპტელი შუამავლების დახმარებით.
XS
SM
MD
LG