Accessibility links

logo-print

აშშ და ბრიტანეთი გამართლებულად მიიჩნევენ კადაფის რეზიდენციის დაბომბვას


აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, რობერტ გეიტსის განცხადებით, აშშ-სა და ნატოს აქვთ უფლება, საჰაერო იერიშები განახორციელონ ლიბიის სამხედრო სარდლობის ცენტრებზე, სადაც უნდა მდებარეობდეს ისინი. სამშაბათს ვაშინგტონში ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ლაიამ ფოქსთან მოლაპარაკების შემდეგ, გეიტსმა აღნიშნა, რომ ნატოს საჰაერო თავდასხმებით მიზანში არა ჰყავთ ამოღებული კონკრეტულად მუამარ კადაფი და ოპერაციები მიმართული იქნება კვლავაც სარდლობის ცენტრების წინააღმდეგ. ასევე სამშაბათს ობამას ადმინისტრაციამ დაშვებულად გამოაცხადა ლიბიელ ოპოზიციონერებთან ბიზნესურთიერთობის დამყარება, რათა გაიყიდოს ნავთობი, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. ვაშინგტონის ეს ნაბიჯი ოპოზიციას აძლევს შესაძლებლობას, რომ ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავალი გამოიყენოს იარაღისა და სხვა სახის მომარაგების შესაძენად.
XS
SM
MD
LG