Accessibility links

logo-print

იგეგმება რუსეთ-საქართველოს მორიგი რაუნდი ვმო-ს თემაზე


ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ ქართულ-რუსული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 28 აპრილს დაიწყება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებები ბერნში გაიმართება და 29 აპრილსაც გაგრძელდება. რუსული მხარე იმედოვნებს, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ქართული მხარის თანხმობის გარეშეც შეძლებს. „არ მინდა იმის დაკონკრეტება, რა მექანიზმები არსებობს ვმო-ში რუსეთის საქართველოს თანხმობის გარეშე გაწევრიანებისთვის. შემიძლია გითხრათ მხოლოდ ერთი: ეს შესაძლებლობები დაფუძნებულია სამ პრინციპზე, რომლებითაც მოქმედებს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. ქართულ-რუსული მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ასევე ბერნში 9-10 მარტს გაიმართა. მოლაპარაკებებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში თამარ კოვზირიძე ხელმძღვანელობდა. მხარეებმა ერთმანეთს პოზიციები გააცნეს და ტექნიკური საკითხები განიხილეს.
XS
SM
MD
LG