Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

28 აპრილს სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება


28 აპრილს სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება კონფერენციას - "შრომის დაცვის მდგომარეობა საქართველოში" - გამართავს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, კონფერენციაზე გაკეთდება მოხსენება - "შრომის დაცვის მდგომარეობა საქართველოში", რომელიც გასული, 2010 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების ანალიზს მოიცავს. გამოიფინება სამუშო ადგილებზე დაღუპულთა ფოტოებიც. ამასთან, კონფერენცია საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოებისადმი მიმართვის ტექსტს მიიღებს.
XS
SM
MD
LG