Accessibility links

logo-print

ცესკო საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრას გამართავს


ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს, სასტუმრო ”ამბასადორში”, საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს მორიგ შეხვედრას გამართავს. შეხვედრის მთავარი თემა იქნება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული საინტერესო სამოქალაქო განათლების პროექტები სხვადასხვა ქვეყანაში. შეხვედრას დაესწრებიან საკონსულტაციო საბჭოს წევრები - საარჩევნო საკითხებში ჩართული პოლიტიკური პარტიები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიასაშუალებების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.
XS
SM
MD
LG