Accessibility links

logo-print

სახალხო კრება საქალაქო სასამართლოსთან აქციას გამართავს


სახალხო კრების ახალგაზრდული ფრთა, მოძრაობა "სამართალი მოდის" და მოძრაობა "არა!"-ს წევრები დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციას გამართავენ. როგორც ”ინტერპრესნიუსს” სახალხო კრების პრესსამსახურიდან აცნობეს, აქციის მიზანია სასამართლო სისტემაში არსებული უკანონობის გაპროტესტება, ”რადგან ამ უკანონობამ სასამართლო, ფაქტობრივად, უკვე პროკურატურის დანამატად აქცია”. აქციის მონაწილეები ასევე გააპროტესტებენ მოსამართლე ნანა დარასელიას გადაწყვეტილებას, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ პატიმრობა შეუფარდა და ფულადი ჯარიმები დააკისრა საპროტესტო აქციის მონაწილეებს, მათ შორის "შეფიცულების" ხელმძღვანელს, მსახიობ გია ბურჯანაძეს. საპროტესტო აქცია სასამართლოსთან 14:00 საათზე დაიწყება.
XS
SM
MD
LG