Accessibility links

logo-print

დღეს ვმო-ს თაობაზე ქართულ-რუსული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იწყება


ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ ქართულ-რუსული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს დაიწყება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებები ბერნში გაიმართება და 29 აპრილსაც გაგრძელდება. რუსული მხარე იმედოვნებს, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ქართული მხარის თანხმობის გარეშეც შეძლებს. "არ მინდა იმის დაკონკრეტება, რა მექანიზმები არსებობს ვმო-ში რუსეთის საქართველოს თანხმობის გარეშე გაწევრიანებისთვის. შემიძლია გითხრათ მხოლოდ ერთი: ეს შესაძლებლობები დაფუძნებულია სამ პრინციპზე, რომლებითაც მოქმედებს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია", – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
XS
SM
MD
LG