Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოდ დ’ ივუარში უდიდესი დაჯგუფების ლიდერი მოკლეს


კოდ დ’ ივუარის უდიდეს ქალაქში, აბიჯანიში, სროლის შედეგად მოკლულია ერთ-ერთი უდიდესი შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერი იბრაჰიმ ყულიბალი. ინფორმაციას კოდ დ’ ივუარის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სროლის შედეგად დაიღუპა ყულიბალის ექვსი თანამებრძოლი და მმართველი ძალების ორი სამხედრო. იბრაჰიმ ყულიბალის რაზმები მონაწილეობას იღებდნენ კოდ დ’ივუარის ამჟამინდელი პრეზიდენტის ალასან უატარასა და მისი მოწინააღმდეგის ექსპრეზიდენტის ლორან გბაგბოს შეიარაღებულ კონფლიქტში. უატარას გამარჯვების შემდეგ, ყულიბალი საკუთარი მებრძოლების დაჯილდოებას მოითხოვდა, მაგრამ მან არ შეასრულა პრეზიდენტის ბრძანება განიარაღებასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG