Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ფათაჰი” და ”ჰამასი” ნაციონალური ერთობის ხელისუფლების შექმნაზე შეთანხმდნენ


შეერთებული შტატები და ისრაელი სიფრთხილით შეხვდნენ პალესტინელთა მოძრაობების - ”ფათაჰისა” და ”ჰამასის”- განცხადებას ერთობლივი მმართველობის შექმნასთან დაკავშირებით. ისრაელი კვლავაც აცხადებს, რომ პალესტინელებთან მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარება მანამდე იქნება შეუძლებელი, სანამ დაჯგუფება ”ჰამასი” არ შეწყვეტს ძალადობას და არ აღიარებს ისრაელს. ვაშინგტონში თეთრი სახლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ”ჰამასს” ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. ”ფათაჰსა” და ”ჰამასს” შორის შეთანხმება, რომელიც ოთხშაბათს შედგა, ითვალისწინებს დროებითი კაბინეტის შექმნას პალესტინის ავტონომიის არჩევნების მოსამზადებლად.
XS
SM
MD
LG